ინტერი - იუვენტუსი 4:4
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის ცენტრალურ მატჩში, „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ფრედ, 4:4 ითამაშა. ანგარიში მე-15 წუთზე, პიოტრ ჟიელინსკიმ გახსნა. მე-20 წუთზე, ვლაჰოვიჩმა წონასწორობა აღადგინა, 27-ე წუთზე კი ტიმოთი ვეამ „იუვენტუსი“ წინ გაიყვანა. 35-ე და 37-ე წუთზე „ინტერმა“ ორი გოლი გაიტანა. ანგარიში ჯერ მხითარიანმა გაათანაბრა, შემდეგ კი ჟიელინსკიმ დუბლი შეასრულა და „ნერაძური“ წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში, 53-ე წუთზე დუმფრისმა „ინტერი“ ორი ბურთით დააწინაურა, თუმცა, ტურინელებმა თამაშის გადარჩენა მაინც შეძლეს. 71-ე წუთზე ილდიზმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 82-ე წუთზე კი მილანელთა კარში დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.