ჩელსი - ნიუკასლი 2:1
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში, ლონდონის „ჩელსი“ საკუთარ მოედანზე „ნიუკასლს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ნიკოლას ჯეკსონმა გახსნა. 32-ე წუთზე ალექსანდრ ისაკმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 47-ე წუთზე კოულ პალმერმა გაიტანა.