ატლეტიკო - რეალი 1:1
ლა ლიგის მე-8 ტურში მადრიდული დერბი შედგა. „ატლეტიკომ“ საკუთარ მოედანზე „რეალს“ უმასპინძლა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ანგარიში 64-ე წუთზე ედერ მილიტაომ გახსნა, შეხვედრის მიწურულს კი ანხელ კორეამ წონასწორობა აღადგინა და საკუთარ გუნდს ქულა გადაურჩინა. საგულისხმოა, რომ 67-ე წუთზე, გულშემატკივრების მხრიდან არეულობის გამო მატჩი 10 წუთით შეწყდა.