არის ნახევარფინალი! ბექაურის ბრწყინვალე გდება
არიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს შეჯიბრში -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ნახევარფინალში იასპარეზებს. ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში კორეელი ჯუეოპ ჰანი შეხვედრის დაწყებიდან 1 წუთსა და 22 წამში იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.