იტვირთება...

საგოლე პასი და გოლი - ჭანტურიშვილის ბრწყინვალე მატჩი

ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში „იაბლონეცმა’’ შინ „მლადა ბოლესლავს’’ 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა შორის ვახტანგ ჭანტურიშვილმა ძალიან კარგად ითამაშა, 31-ე წუთზე მის საგოლე პასს ჰოლის გოლი მოჰყვა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, რის გამოც არბიტრმა მეტოქის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევა. 73-ე წუთზე სტუმრები მოედანზე 9 ფეხბურთელით დარჩნენ, მე-80 წუთზე ჭანტურიშვილმა ბრწყინვალე დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გაზიარება: