იტვირთება...

ესპანეთი - ინგლისი 2:1

ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთმა დრამატულ შეხვედრაში ინგლისი 2:1 დაამარცხა. „ფურია როხა’’ ევროპის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა (1964, 2008, 2012, 2024), რაც ევროპულ ნაკრებებს შორის საუკეთესო შედეგია. 47-ე წუთზე იამალის საგოლე პასით ნიკო უილიამსმა გაიტანა. 73-ე წუთზე პალმერმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ესპანეთმა გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო, კუკურელიას პასით ცვლილებაზე გამოსულმა ოიარსაბალმა გაიტანა.

გაზიარება: