ინგლისი - ბოსნია და ჰერცეგოვინა 3:0
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ინგლისის ნაკრებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა საკუთარ მოედანზე ბოსნია & ჰერცეგოვინას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა. ბოსნიელთა კარში გოლები კოულ პალმერმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა და ჰარი კეინმა გაიტანეს.