იტვირთება...

ჯოკოვიჩს თავში ბოთლი მოხვდა და კორტიდან თავისი ფეხით გასვლა ვეღარ შეძლო

ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსზე ფრანგი კორენტინ მუტეს დამარცხების (6:3, 6:1) შემდეგ, კორტიდან გასვლამდე ავტოგრაფებს არიგებდა. ამ დროს მას თავში ბოთლი მოხვდა, რის შემდეგაც მიწაზე დაეცა. სერბს კორტიდან გასასვლელად მცველების დახმარება დასჭირდა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ქომაგი ჯოკოვიჩისგან ავტოგრაფის ასაღებად დაიხარა, რა დროსაც ზურგჩანთიდან ბოთლი გადმოუვარდა და სერბს თავზე დაეცა.

გაზიარება: