''სასაცილოა, მან 12 წლის ბავშვივით ითამაშა'' - სუნესმა ჯაკა გააკრიტიკა
Aa
Aa

''სასაცილოა, მან 12 წლის ბავშვივით ითამაშა'' - სუნესმა ჯაკა გააკრიტიკა

პრემიერლიგის გასულ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან’’ მარცხის შემდეგ ლონდონის “არსენალის’’ კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ instagram-ზე ფოტო ატვირთა. ფოტოს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა. წარსულში ცნობილმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა გრემ სუნესმა გრანიტ ჯაკა გააკრიტიკა.

ვიდრე სუნესი მის ჩაცმულობაზე ისაუბრებდა, “მანჩესტერ იუნაიტედთან’’ მატჩი გაიხსენა, როცა პოლ პოგბას წინააღმდეგ “არსენალის’’ კაპიტანმა წარუმატებელი ვარდნა შეასრულა. სუნესმა ჯაკას ჩაცმულობა ერთი სიტყვით შეაფასა: ''ის იყო სასაცილო.'' სუნესმა ჯაკას შეცდომაზე ვრცლად ისაუბრა:

“პირველი გოლის შეტევის განვითარებისას გრანტიკ ჯაკა ართმევაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა, შემდეგ კი გაჩერდა. იმის მიუხედავად რომ ბრძოლა გაეგრძელებინა, დანებდა და ეპიზოდს გამოეთიშა. ის უკვე ორი წელია ''არსენალში'' თამაშობს, მაგრამ ამგვარად ჯაკამ პირველად ითამაშა? მე ვფიქრობ რომ არა, მას ასე წარსულშიც უთამაშია.

ჯაკას შეცდომა იყო იდეალური მაგალითი იმისა თუ როგორ არ უნდა ითამაშოს ნახევარმცველმა. ის გადის მოედანზე და ამბობს: “შემომხედე, მე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ აგრესიულად ვითამაშო.’’ რეალურად კი სხვა სურათია, ის დგას, უყურებს და პოგბას თავისუფლებას აძლევს. მას უნდა გაეგრძელებინა პოგბაზე თამაში და ყვითელი ბარათის მიღების რისკის ზღვარზე ემოქმედა.’’

''მანჩესტერ იუნაიტედი'' - ''არსენალი'' 2:1

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები