ხანდახან ცხოვრება ძალიან სასტიკია. ფეხბურთის თამაშს ფულის გამო არ იწყებენ. არა, არა - ისინი ამას გამარჯვებებისა და ტიტულებისთვის აკეთებენ. შეიგრძნონ ტრიუმფის მომენტი და რთული სეზონი ტრავმებით დაასრულონ.
არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველაფერი აქვთ მოგებული. ასევე, არსებობენ უიღბლო მოთამაშეები, რომლებსაც კარიერაში არცერთი ტურნირი არ აქვთ მოგებული.
გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო 12 ფეხბურთელს, რომლებმაც კარიერა უტიტულოდ დაასრულეს.
სტენ კოლიმორი
კოლიმორის კარიერა საკმაოდ რთულად განვითარდა. მას, თავისი პოტენციალი ბოლომდე არასდროს გამოუვლენია.
ის „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ პირადი პრობლემების გამო იგი მინდორს მიღმა დარჩა.
კოლიმორი ტიტულის მოგებასთან ახლოს იყო, როდესაც „ლივერპული“ ინგლისის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდა, თუმცა მერსისაიდელები“ დამარცხდნენ.
სტენს მორიგი შანსი 2000 წელს „ლესტერის“ რიგებში ლიგის თასის ფინალში ჰქონდა, თუმცა ის ამჯერადაც მშრალზე დარჩა.
ანტონიო დი ნატალე
დი ნატალე იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებმაც თავიანთი პოტენციალი გვიან გამოავლინეს.
რამდენიმე წლის წინ „ტოტო“ სერია A-ს ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა. მან, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი ორჯერ მიიღო, ხოლო 2010 წელს საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელადაც დასახელდა.
სამწუხაროდ, დი ნატალეს „უდინეზესთან“ ერთად, რომელშიც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა, არცერთი ტიტული არ მოუგია. მას, ფინალიც კი არასდროს უთამაშია.
2012 წელს დი ნატალე იტალიის ნაკრების განაცხადში იმყოფებოდა, როდესაც „სკუადრა აძურა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, „წითელმა ხარებმა“ 4:0 იმარჯვეს და დი ნატალეც კვლავ უტიტულოდ დარჩა.
ილდირაი ბაშთურქი
გერმანიაში დაბადებული თურქი ნახევარმცველი დიდ წარმატებასთან მოულოდნელად ძალიან ახლოს აღმოჩნდა.
2001-2002 წლების სეზონში „ლევერკუზენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდა და ზედრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.
„ფარმაცევტები“ წარმატებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილან.
ბაშთურქმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებთან ერთად ნახევარფინალში გააღწია, სადაც ბრაზილიასთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში სამხრეთ კორეას 3:2 სძლიეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ასე, რომ ილდირაი ბაშთურქმა ის მაინც იცის, თუ როგორ გამოიყურება მედალი, თუმცა მან კარიერა ტიტულის მოგების გარეშე დაასრულა.
მეტ ლე ტისიე
ლე ტისიე თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა.
მისი აყვანა წარმოუდგენელი იყო - ბრწყინვალე ცრუმოძრაობები, შეუდარებელი დრიბლინგი, მოედნის ხედვა და კრეატიულობა - ეს იყო ლე ტისიე, რომლის წინააღმდეგაც მცველები უბრალოდ უშანსოდ რჩებოდნენ.
მან, მთელი კარიერა „საუთჰემპტონს“ მიუძღვნა, სადაც 443 შეხვედრა ჩაატარა და 161 გოლი გაიტანა.
ვინ იცის, რომ არა ასეთი ერთგულება, შესაძლოა ლე ტისიეს კარიერაში უდიდესი წარმატებისთვის მიეღწია.
ბერნდ შნაიდერი
"თეთრი ბრაზილიელი" - ეს ბერნდ შნაიდერის ზედმეტსახელი იყო. გერმანელი ნახევარმცველი "ლევერკუზენის" ღირსებას 10 წელი იცავდა.
შნაიდერი საგოლე გადაცემების დიდოსტატი იყო. იგი ამ მხრივ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
ბერნდ შნაიდერი გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ასპარეზობდა. მისმა კარიერამაც ისე განვლო, რომ ფეხბურთელმა ვერცერთი ტიტულის მოგება შეძლო.
ჯერმეინ დეფო
35 წლის ინგლისელ ფორვარდს კარიერა ჯერაც არ დაუსრულებია. დეფო ამჟამად "რეინჯერსის" ღირსებას იცავს.
ჯერმეინ დეფომ ასპარეზობა პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში 1999 წლიდან დაიწყო. თავის 19 წლიან კარიერაში მან პრემიერლიგაში "ვესტ ჰემის", "ბორნმუთის", "ტოტენჰემის", "პორტსმუთისა" და "სანდერლენდის" ღირსება დაიცვა.
2014 წელს დეფო კანადაში გადაბარგდა და "ტორონტოს" ღირსებას იცავდა, თუმცა დიდ ხანს ვერ გაძლო და კვლავ პრემიერლიგას დაუბრუნდა.
ინგლისელი ფორვარდი ტიტულის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2008 წელს იყო, როდესაც "ტოტენჰემი" ლიგის თასის ფინალში "ჩელსის" ხვდებოა, თუმცა ფინალამდე 1 კვირით ადრე მან "მამლების" რიგები დატოვა და "პორტსმუთს" შეუერთდა.
საბოლოოდ "ტოტენჰემმა" ფინალი მოიგო და თასსაც დაეუფლა. დეფო კი დღემდე ტიტულის გარეშე ასპარეზობს.
ლენ შეკლტონი
"ფეხბურთის კლოუნი პრინცი" - ასე მოიხსენიებდნენ შეკლტონს, რომელიც პუბლიკაზე მოთამაშე ფორვარდი იყო.
შეკლტონს "ნიუკასლში" ხანგრძლივი კარიერა ჰქონდა. მან, თავის სადებიუტო მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო და 1949-1951 წლებში პირველი დივიზიონის მოგებასთან ახლოსაც იყო, თუმცა "სანდერლენდმა" ჩემპიონატში ერთი ქულით მეტი მოიპოვა.
სოკრატესი
საკულტო ფიგურა - სოკრატესი, ანუ "დოქტორი". სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე შთამბეჭდავმა მოთამაშემ კარიერა ტიტულების გარეშე დაასრულა.
სოკრატესი ზიკოსთან ერთად მოედნის ცენტრში საოცრებებს სჩადიოდა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან მარცხი (2:3) იმ თაობის ბრაზილიის ნაკრებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
1983 წლის კოპა ამერიკის ფინალში ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა. სოკრატესი ტიტულის მოგებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
ჯონი ჰეინსი
ერთხელ, პელემ ჯონი ჰეინსს ცენტრფორვარდებს შორის საუკეთესო მეპასე უწოდა.
თუმცა, პელეს როგორც ვიცით ასეთი ჩვევა აქვს. მას, ბანალური განცხადებების დარიგება პატარა ცისფერი კანფეტებივით უყვარს.
ჰეინსმა "ფულჰემში" 18 სეზონი გაატარა და მის ანგარიშზე 658 შეხვედრაში 158 გოლი იყო.
ჯონი ჰეინსი ინგლისში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც კვირაში 100 ფუნტს უხდიდნენ. იგი, ასევე ეროვნული ნაკრების კაპიტანი და საკვანძო ფიგურაც იყო.
ჰეინსის კარიერა ისე დასრულდა, რომ ფეხბურთელს არცერთი ტიტული არ მოუგია.
ლეიტონ ბეინსი
ბეინსი ერთ დროს პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო.
ის, თავის პოზიციაზე საუკეთესო გახლდათ და მისი შეძენა უამრავ გრანდს სურდა, თუმცა ფეხბურთელმა "ევერტონში" დარჩენა ამჯობინა.
ბეინსს ინგლისის ასოციაციისა და ლიგის თასის ფინალები აქვს წაგებული.
33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი დღემდე უტიტულოდ ასპარეზობს.
ჯო ბეიკერი
ბეიკერი შოტლანდიაში დაიბადა და მას ლივერპულელი მშობლები ჰყავდა. ის ინგლისის ნაკრებში ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ინგლისის ლიგის სისტემა გამოვლილი არ ჰქონდა.
"ჰიბერნიანში" ასპარეზობის შემდეგ ბეიკერმა ტურინის "ტორინოს" მიაშურა.
ფეხბურთელი საბოლოოდ ისევ ინგლისში დაბრუნდა და "არსენალს" შეუერთდა.
ბეიკერი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების განაცხადში მოხვედრასთან საკმაოდ ახლოს იყო. მან, ინგლისის მეორე ლიგა მეორე პოზიციაზე დაასრულა და მომდევნო სეზონში მისი პირველ პოზიციაზე დასრულება "ნოტინგემის" რიგებში შეძლო.
კლაივ ალენი
1980-1990 წლებში ალენი "ქპრ"-ს, "ტოტენჰემისა" და "ვესტ ჰემის" ღირსებას იცავდა.
კლაივ ალენს FA Cup-ის ფინალი ორჯერ აქვს წაგებული. მან, "ტოტენჰემის" რიგებში 49 გოლის გატანა შეძლო, თუმცა "სფურსმა" სეზონი მხოლოდ მე-3 პოზიციაზე დაასრულა.
ლიგის თასის ნახევარფინალში ალენი "არსენალთან" ორჯერ დამარცხდა.