ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანი საუკეთესო ტალანტის ნომინაციაზე წარადგინეს | მიმდინარეობს გამოკითხვა

ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგის ჩემპიონატში არნემის „ვიტესის'' ფეხბურთელი ირაკლი იეგოიანი გამორჩეულ ტალანტებს შორის მოხვდა.

ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, რომელმაც სეზონის ბოლო მეოთხედის საუკეთესო ტალანტი უნდა გამოავლინოს. ოთხი ფეხბურთელია შერჩეული, მათ შორისაა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი. თუ ამ გამოკითხვაში პირველზე გავა, შემდეგ ეტაპზე სეზონის საუკეთესო ტალანტის ნომინაციაზე წარადგენენ.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ

ირაკლი იეგოიანი პროფესიულ დონეზე სადებიუტო სეზონს ატარებს, არნემის „ვიტესში’’ ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სტაბილურად შედეგიანია. ბოლო პერიოდი რომ მიმოვიხილოთ, 28-ე ტურში „მაასტრიხტს’’ შეუგდო, 29-ე ტურში - „ეინდჰოვენს’’, 35-ე ტურში „როდასთან’’ დუბლი შეასრულა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიდერლანდების ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სიმბოლურ გუნდში 4-ჯერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეტევაშიც და დაცვაშიც მებრძოლია, ეს მის ბუნებაშია“ - ფილიპ ლამი კვარას თვისებებს განიხილავს
„შეტევაშიც და დაცვაშიც მებრძოლია, ეს მის ბუნებაშია“ - ფილიპ ლამი კვარას თვისებებს განიხილავს