ვინ შეცვლის ალონსოს ლევერკუზენში - რას წერს გერმანული მედია
ზაფხულში იმანოლ ალგუასილი „სოსიედადს“ ტოვებს და „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ ამით ისარგებლოს. ამის შესახებ Get football news Germany წერს.
გერმანული კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ჩაბი ალონსოს მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან ახლოსაა, რის გამოც „ლევერკუზენი“ ცდილობს, რომ მისი შემცვლელი სწრაფად იპოვოს.
53 წლის იმანოლ ალგუასილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გადაწყვიტა დატოვოს გუნდი, რომელსაც 2018 წლიდან ავარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან წვრთნის. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერ თასი მოიგო.