„7 თვეზე მეტ ხანს ძლიერი ტკივილებით ვთამაშობდი“ - რუდიგერს ოპერაცია ჩაუტარდა
ანტონიო რუდიგერს ოპერაცია ჩაუტარდა. მადრიდის „რეალის“ მცველმა, ძლიერი ტკივილის გამო, ესპანეთის თასი ფინალში ბოლომდე ვერ ითამაშა.
გერმანელ ფეხბურთელს მენისკის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც ის 6-დან 8-მდე კვირას გამოტოვებს.
„მას შემდეგ, რაც 7 თვეზე მეტ ხანს ძლიერი ტკივილებით ვთამაშობდი, სამწუხაროდ, ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ახლა მე საბოლოოდ გავთავისუფლდი ტკივილისგან. მინდა თამაშს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე, რადგან წინ 2 დიდი ტურნირია - ერთა ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მოხდეს“, - დაწერა რუდიგერმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანტონიომ 49 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. ის სამეფო კლუბში 2022 წლის ივლისიდან თამაშობს.