არ მესმის, კოპენჰაგენმა რატომ დაიმატა | დანიაში გოჩოლეიშვილი მწვავედ გააკრიტიკეს
დანიური Viaplay-ს საფეხბურთო ექსპერტმა პიტერ სორენსენმა „კოპენჰაგენის’’ მცველები, მარკოს ლოპესი და გიორგი გოჩოლეიშვილი გააკრიტიკა. სორენსენს არ ესმის, „კოპენჰაგენმა’’ აღნიშნული მოთამაშეები რატომ შეარჩია და რატომ დაიმატა.
სორენსენი:„გოჩოლეიშვილი და ლოპესი „კოპენგაგენის’’ დონის მცველები არ არიან. მცველები, რომლებიც გოჩოლეიშვილისა და ლოპესის დამატებამდე „კოპენჰაგენში’’ თამაშობდნენ, მათზე უკეთესები იყვნენ. როცა ფეხბურთელს იჯარით იმატებ, ეს ნიშნავს რომ იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ მისი ყიდვა არ შეგიძლია. იმ იმედით დაიმატეს, რომ ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარებოდნენ, მაგრამ მათ ეს სრულიად ვერ შეძლეს’’.
სორენსენის მოსაზრებაში არის ლოგიკა იმ მხრივ, რომ ქართველი ფეხბურთელი დაცვით ფუნქციებს კარგად ვერ ასრულებს, ამ მხრივ უნდა მოუმატოს. შესაძლოა, გამოსავალი პოზიციის შეცვლა იყოს და მარჯვენა გარემარბად თავი გაცილებით უკეთ წარმოაჩინოს. პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების წლებში მეტწილად შემტევად თამაშობდა და დაცვაში მოგვიანებით დაწიეს. ასევე, გასული წლიდან მოყოლებული გიორგის შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, სანდრო გამოჯანმრთელდა, თუმცა მსგავსი ფაქტები ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას ახდენს და სორენსენსს ეს სენსიტიური საკითხი უნდა გაეთვალისწინებინა.
სორენსენი დანიურ ფეხბურთში ცნობილი სპეციალისტია, ქართველებთანაც უმუშავია, „ორჰუსში'' დავით სხირტლაძესა და დავით დევდარიანს წვრთნიდა, „სილკერბორგში'' - დავით სხირტლაძესა და მათე ვაწაძეს.
Transfermarkt-ის მონაცემებით, 24 წლის გოჩოლეიშვილმა მიმდინარე სეზონში დანიურ კლუბში 31 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
„შახტარის'' საკუთრებაა, დანიურ კლუბში 1-წლიანი იჯარით თამაშობს.