„მამარდა ახალგაზრდაა, ალისონის ჩანაცვლება რთული იქნება“ - ტაფარელი
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ, კლაუდიო ტაფარელმა, რომელიც 2021 წლიდან „ლივერპულის“ მეკარეების მწვრთნელად მუშაობს, თავის თანამემამულე ალისონ ბეკერზე და „წითლების“ ახალ შენაძენზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
კლაუდიო ტაფარელი:
„როდესაც ალისონი პირველად ვნახე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მას დიდ პატივს სცემენ - როგორც ახლა, ასევე კლოპის დროს.
ალისონმა აქ ისტორია დაწერა და ახლა სურს, ეს ისტორია გააგრძელოს. საუდის არაბეთიდან წამოსულ შეთავაზებებს დიდი შესაძლებლობები მოჰყვება, მაგრამ ალისონი ყოველთვის ამბობს, რომ აქ დარჩენა სურს.
ერთი წლის წინ კლუბმა მამარდაშვილის დამატება გადაწყვიტა. ის არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ახლო მომავლისთვის, ალისონი კი ახლა მაღალ დონეზე თამაშობს. თუ გავითვალისწინებს მის ასაკს, გამოცდილებას, მოტივაციას, შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჩანაცვლება ძალიან რთული იქნება“.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს 30 მილიონ ევროდ შეიძინა და ერთწლიანი იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველი მეკარე მერსისაიდულ კლუბს ივლისში შეუერთდება.