შოტლანდია ტრანსგენდერებს ქალთა ფეხბურთში მონაწილეობას აუკრძალავს
შოტლანდიაში ტრანსგენდერებს ქალთა ფეხბურთში მონაწილეობას აუკრძალავენ. ამის შესახებ BBC წერს.
16 აპრილს, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სიტყვა „ქალის“ განსაზღვრებასთან დაკავშირებით. დადგინდა, რომ ქალი არის ადამიანი, რომელიც დაბადებისას ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის იყო.
ამის შემდეგ, შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ თავისი წესები განაახლა, რომლის თანახმადაც, პირებს, რომლებიც კაცად დაიბადნენ, ქალთა ფეხბურთში მონაწილეობა აეკრძალებათ.