„ტოპ 5 ფეხბურთელში შედის, ჯორჯ ბესტს მაგონებს“ - საუთგეიტი კვარაზე
„არსენალი“ პსჟ-ს ნახევარფინალური მატჩის წინ, პროგნოზებსა და შეფასებებს ბევრი ანალიტიკოსი, თუ ყოფილი ფეხბურთელი აკეთებს. ასევე მთავარი მწვრთნელებიც. ბევრი საუბარია ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენზეც.
ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი Mirror-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიას „ახალ ჯორჯ ბესტს“ უწოდებს და მისი თამაშის მიმართ აღფრთოვანებას გამოხატავს.
„ვფიქრობ, პსჟ-ში გადასვლამ მისი თამაში კიდევ უფრო შორს წაიყვანა და უფრო განვითარდა. ჩემთვის ის ჩემთვის ის ტოპ ხუთ ფეხბურთელში შედის. ხვიჩა სულ უფრო უკეთესი ხდება და ისეთი მოთამაშეების დონეზეა როგორებიც არიან მო სალაჰი, ვინისიუსი, საკა, როდრიგო და რაფინია. ასევე რაფაელ ლეაოს ვიტყოდი.
მისი თამაში ჯორჯ ბესტს მაგონებს. ის ისეთივე სწრაფი და დინამიურია, ორივე ფეხით თამაშობს. არ ვიცი მისი კარიერა როგორ წავა და სადამდე მივა, თუმცა ახლა ის ერთ-ერთი საუკეთესოა“.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალის პირველი დაპირისპირება დღეს „ემირეიტსზე“ 23:00-ზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი 7 მაისს პარიზში იქნება.