ხაბიბმა ევრას MMA-ში დებიუტისთვის მომზადებაში დახმარება შესთავაზა
პატრის ევრას MMA-ში სადებიუტო ბრძოლისთვის მომზადებაში ხაბიბ ნურმაგომედოვი დაეხმარება. როგორც ფრანგი ექსფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, ნურმაგომედოვმა მას ბრძოლისთვის მომზადებაში დამხარება თვითონ შესთავაზა.
ნურმაგომედოვი: რად გინდა ჩხუბი, თუ საჭიროა, შენს ნაცვლად მე ვიჩხუბებ!
ევრა: მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის, მაგრამ ვარჯიში მჭირდება, სრული სერიოზულობით უნდა მოვეზმადო. შენთან ვარჯიში მჭირდება, იმიტომ რომ ამ სპორტს დიდ პატივს ვცემ.
ნურმაგომედოვი: არაერთხელ მითქვამს, გამომიგზავნე კოორდინატები და ჩამოვალ, მაგრამ როდესაც გნახავ, მზად უნდა იყო და მეტოქეების განადგურებას გასწავლი.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის, იუვენტუსის და საფრანგეთის ნაკრების ექსფეხბურთელი 23 მაისს პარიზში PFL-ის ღონისძიებაზე სადებიუტო ბრძოლას გამართავს. 43 წლის ექსფეხბურთელის მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.