ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მოღალატე არაა, სკუდეტოს ზეიმზე მივიწვევდი | იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ რადიო Marte-ში სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, მისი აზრით ქართველი საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად სკუდეტოს მოგებას იმსახურებს. ჯორდანო თვლის, რომ „ნაპოლიმ’’ საჩემპიონო წვეულებაზე უნდა მიიწვიოს.

ანტონიო ჯორდანო: „მჯერა ხვიჩა კვარაცხელია დუბლის შესრულებას, საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად სკუდეტოს მოგებას იმსახურებს. სკუდეტოს საზეიმო წვეულებაზე მივიწვევდი. არასდროს დამიმალავს ის ფაქტი, რომ დიდი სინანულია თავის ისე მოჩვენება, რომ თითქოს არ არსებობდა და ის არ გაუკეთებია, რაც „ნაპოლის’’ მაისურით გააკეთა. კვარაცხელიამ „ნაპოლის’’ მესამე ათასწლეულის ისტორია დაწერა და ჩვენ ამის უარყოფა არ შეგვიძლია, ამას ვერ უგულებელვყოფთ. კვარასთვის მოღალატის იარლიყის მიკერება ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება. ეს არაკეთილშობილური ქმედებაა''.

სერია A-ს სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლისთვის’’ 17 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. ყველაზე მეტად „მილანთან'' გასვლითი მატჩია გამოსარჩევი, როცა ლუკაკუს გოლის შემდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2. „მილანის'' გარდა „ბოლონიასთან'', „კალიარისთან'', „მონცასთან'' და „ემპოლისთან'' გამოიჩინა თავი.

იტალიის ჩემპიონატში 34 ტურის შემდეგ ანტონიო კონტეს გაწვრთნილი „ნაპოლი'' 74 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან მილანის „ინტერს'' 3 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცვლილება ძირითადში? | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა არსენალთან
ცვლილება ძირითადში? | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა არსენალთან