როდის დაასრულებს ფლიკი სამწვრთნელო კარიერას - რას წერს Mundo Deportivo
„ბარსელონა“ შესაძლოა ჰანსი ფლიკის ბოლო კლუბი გახდეს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.
როგორც გამოცემა წერს, გერმანელ სპეციალისტს არაერთხელ უთქვამს, რომ ის კიდევ ბევრი წელი მუშაობას არ აპირებს. ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ „ბლაუგრანადან“ წასვლის შემდეგ, მან სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს.
მანამდე მედიაში დაიწერა, რომ 60 წლის ფლიკი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს.
ცნობისთვის, ფლიკმა კატალონიური კლუბი გასული წლის მაისის მიწურულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის სუპერთასი და სამეფო მოიგო.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნახევარფინალში „ბარსელონა“ ხვალ „ინტერს“ დაპირისპირება, საპასუხო მატჩი კი იტალიაში 6 მაისს არის ჩანიშნული.