„ინტერს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს“ - ჰანსი ფლიკი
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ დაგეგმილი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ინტერს“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა, კარგი ნახევარდაცვა და ძლიერი შეტევა ჰყავს. ძალიან რთული ამოცანა გვაქვს, მაგრამ მზად ვართ.
როდესაც „რეალს“ ფინალში უგებ, ეს განსაკუთრებული გრძნობაა. ახლა კონცენტრირებული ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ახლა ძირითად შემადგენლობაზე საუბარი ნაადრევია, იმიტომ რომ თამაშამდე ჯერ კიდევ ერთი დღეა. თუ შევხედავთ იმას, რა შემადგენლობით ითამაშა კვირას „ინტერმა“, მათ ნაკლები დაისვენეს, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია და ყველა 100%-ით დაიხარჯება.
ჩემპიონთა ლიგაზე ვოიცეხ შჩესნი ითამაშებს. შესაძლოა, ლა ლიგაში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ. ფერმინ ლოპესი ძირითადის ფეხბურთელად ყოველთვის განიხილება, მაგრამ შაბათს სხვა არჩევანი გავაკეთეთ. როდესაც ის შეცვლაზე შევიდა, შესანიშნავად ითამაშა. მისით კმაყოფილი ვარ, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.
ჟიულ კუნდემ გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ ის ასევე ბრწყინვალე იყო დაცვაში. მისი თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა.
ვფიქრობ, შემდეგ სეზონში „ბარსელონაში“ დავრჩები. არაერთხელ მითქვამს, რომ აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, 100%-ით დაიხარჯონ და სწორი მენტალიტეტით ითამაშონ“.
ცნობისთვის, „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება ხვალ კატალონიაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი იტალიაში 6 მაისს არის ჩანიშნული.