„კავკასიური დუელი საინტერესო იქნებოდა“ - ალისკეროვმა დოლიძე გამოიწვია
UFC-ის საშუალო წონის მებრძოლმა, იკრამ ალისკეროვმა რომან დოლიძე გამოიწვია და განაცხადა, რომ ქართველთან ბრძოლა მისთვის საინტერესო იქნებოდა.
რას ამბობს ალისკეროვი:
„სიმართლე გითხრათ, რომან დოლიძესთან ჩხუბი კარგი იქნებოდა. ეს კავკასიური დუელი იქნება. ის კარგი ბიჭია და პირადული არაფერი მაქვს. მასთან მხოლოდ ნამდვილ მამაკაცურ ჩხუბს გავმართავდი“.
ცნობისთვის, იკრამ ალისკეროვისა და რომან დოლიძის ჩხუბზე საუბარი ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში იყო, თუმცა, მაშინ მებრძოლების დაპირისპირება არ შედგა.
ალისკეროვი UFC-ში 2023 წლიდან ასპარეზობას და ორგანიზაციაში 4 ბრძოლა გამართა, საიდანაც 3-ში გაიმარჯვა, ერთში კი დამარცხდა. რუსი ბოლოს 27 აპრილს ანდრე მუნიოზს ეჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
რაც შეეხება დოლიძეს, ქართველი მებრძოლი ოქტაგონში ბოლოს 15 მარტს გამოჩნდა და მარვინ ვეტორი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. MMA-ში მისი რეკორდი 15 გამარჯვება და 3 მარცხია.