დუშანბეს და ასტანას გრანდ სლემები - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
Aa
Aa

დუშანბეს და ასტანას გრანდ სლემები - როგორია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

უახლოეს ორ კვირაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ლაშა გუჯეჯიანის მიერ გაწვრთნილი გუნდი 2-4 მაისს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარდგება, 9-11 მაისს კი ყაზახეთში, ასტანაში გასამართ გრანდ სლემზე გამოვა.

ორივე ტურნირისთვის ჩვენი გუნდის შემადგენლობა ცნობილია და ორივე შეჯიბრებაზე გადახალისებული და განსხვავებული შემადგენლობებით ვიასპარეზებთ.

დუშანბეს გრანდ სლემი:

  • -60 კგ. - თენგო ზირაქაშვილი.
  • -73 კგ. - გიორგი ტერაშვილი.
  • -81 კგ. - ალექსანდრე ლოლაძე, კოტე კაპანაძე.
  • -90 კგ. - გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკოლოზ დავლაძე.
  • +100 კგ. - შალვა გურეშიძე, გაბო მუკბანიანი.

ასტანას გრანდ სლემი:

  • -60 კგ. - თორნიკე მაზიაშვილი.
  • -73 კგ. - მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
  • -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი, ირაკლი ბეროშვილი.
  • -90 კგ. - სოსო ებილაშვილი.
  • +100 კგ. - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ კვირაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, რის გამოც წონის ლიდერები უახლოეს შეჯიბრებებზე დაისვენებენ. ივნისში უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი არის დაგეგმილი და ლიდერებს სწორედ ამ ტურნირზე ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდოდა, რომ ოქროს ბრძოლაში მე ამოვსულიყავი“ - სომხიშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
„მინდოდა, რომ ოქროს ბრძოლაში მე ამოვსულიყავი“ - სომხიშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ