ჩაბი ალონსო
Aa
Aa

Relevo: ჩაბი ალონსოს რეალთან შეთანხმებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან ახლოსაა.

კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს და უდიდესი ალბათობით ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც გაავრცელა.

ამჯერად, Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო წერს, რომ 43 წლის ესპანელ სპეციალისტს მადრიდულ კლუბთან სრული შეთანხმების მიღწევამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. უახლოეს დღეებში ის „ლევერკუზენის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და ესპანეთში მუშაობის სურვილს დაუდასტურებს.

უახლოეს დღეებში სავარაუდოდ, ალონსოსა და ანჩელოტის მომავლის შესახებ ახალი და დადასტურებული ინფორმაციები უნდა გავრცელდეს.

ჩაბი ალონსო „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან წვრთნის. გასულ სეზონში მან გუნდთან ერთად ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერ თასი მოიგო.

ალონსოს გუნდი გამოკვეთილად სამი მცველით 3-4-2-1 სქემით თამაშობს და საინტერესოა როგორი იქნება მადრიდის „რეალი“ მის ხელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიუგარი: რეალმა უკვე ფსკერს მიაღწია, ეს ქუჩური და სამარცხვინო ქცევა იყო
დიუგარი: რეალმა უკვე ფსკერს მიაღწია, ეს ქუჩური და სამარცხვინო ქცევა იყო