სქოულზი: მანჩესტერის თამაშებს ვერ ვუყურებ, კატასტროფაა...
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ თამაშს აკრიტიკებს და მას კატასტროფულს უწოდებს.
„ეს სეზონი კატასტროფა იყო. პრემიერ ლიგაში მანჩესტერის თამაშების ყურება ძალიან რთული იყო. ბორნმუთის წინააღმდეგაც ძალიან რთული თამაში გამოვიდა. ევროპა ლიგამ იმედის ნაპერწკალი მოგვცა, თუმცა ამ ტურნირის მოგება სეზონს ვერ გადაარჩენს, რადგან პრემიერ ლიგა მათი პური და კარაქია. გუნდის შედეგებიც სწორედ ამის მიხედვით განიხილება და ვფიქრობ, ამორიმმა ეს იცის.
ევროპის ლიგა არის სინათლის სხივი გვირაბის ბოლოს, განსაკუთრებით გულშემატკივრებისთვის. მათ წინ რთული თამაში ელით, რადგან ბილბაოს ხვდებიან, რომელიც ტურნირზე დარჩენილი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. კარგია, რომ საპასუხო შეხვედრას იუნაიტედი შინ ჩაატარებს. პირიქით, რომ ყოფილიყო ძალიან გაუჭირდებოდათ. თუ, ესპანეთში სასურველ შედეგს მიაღწევენ, ოლდ ტრაფორდი მათ განმეორებით მატჩში დიდ დახმარებას გაუწევს.
ვერ ვიტყვი, რომ იუნაიტედი ტურნირის ფავორიტია. მათ ისეთივე შანსები აქვთ, როგორც ნახევარფინალის ყველა გუნდს“.
- ციტირებს სქოულზის სიტყვებს TNT Sports-ი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ამჟამად პრემიერ ლიგაში 34 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ევროზონას 18 ქულით ჩამორჩება.