ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, კამილ გაჯიევი
Aa
Aa

„ილია ისლამთან ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს, მაგრამ ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი“ - ცნობილი პრომოუტერი

ცნობილმა რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა თავის იუთუბ არხზე ისლამ მახაჩევის სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა. გაჯიევმა აღნიშნა, რომ ილია თოფურია საჩემპიონო ბრძოლის მიღებას ჯერ არ იმსახურებს, მაგრამ „ლეგენდასა“ და ისლამის ჩხუბის ხილვა  ყველაზე მეტად სურს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ჩეილ სონენმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევი მომდევნო ბრძოლას დიდი ალბათობით, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართვს, გაჯიევმა კი შეიძლება ითქვას, რომ სონენის განცხადებას უპასუხა.

რას ამბობს გაჯიევი:

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მეგონა, რომ ისლამის შემდეგი მეტოქე გეიჯი იქნებოდა, რადგან სიუჟეტი ოდნავ უაზროდ მეჩვენება. დიახ, გიეჯი მაგარი მებრძოლია და ძლიერად დაბრუნდა, მაგრამ ხაბიბთან დამარცხების შემდეგ მას სატიტულო ბრძოლისთვის აღარ განვიხილავდი. გეიჯისის ისლამთან გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ვფიქრობ, ბრძოლა მაქსიმუმ მეორე რაუნდში დასრულდება“.

„რომ ეთქვათ, ისლამთან თოფურია იჩხუბებდა, ამასაც არ დავთანხმდებოდი. არ ვფიქრობ, რომ ილია სატიტულო ბრძოლის მიღება დაუყოვნებლივ იმსახურებს. მაგრამ ამავდროულად, ამ ბრძოლას მოუთმენლად ველი, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ სიამოვნებას მივიღებთ. აღფრთოვანებული ვიქნებოდი ისლამის ცარუკიანთან ჩხუბით და შემდეგ 77 კილოგრამში ასვლით. მაგრამ მახაჩევისა და გეიჯის ჩხუბით არანაირ სიამოვნებას არ მივიღებ“.

სონენის განცხადების მიუხედავად, მედიაში აქტიურად იწერება, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, ისლამ მახაჩევი იქნება, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახლავთ. ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს და მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანებს საოცარი ჩხუბი ელოდებათ“ | სენ-პიერმა თოფურია VS მახაჩევზე ისაუბრა
„ფანებს საოცარი ჩხუბი ელოდებათ“ | სენ-პიერმა თოფურია VS მახაჩევზე ისაუბრა