გურამ ქუთათელაძე UFC-იდან გარიცხეს
MMA-ს 33 წლის ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე UFC-იდან გარიცხეს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი Dovy ავრცელებს.
ერთი თვის წინ, ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Bloody Elbow, რომელიც შერეული ორთაბრძოლებისა და UFC-ის შესახებ წერს, გურამ ქუთათელაძისა და კაუე ფერნანდესის ჩხუბს გამოეხმაურა და სტატია დაწერა, სადაც „ქართველი ვიკინგის“ UFC-იდან გარიცხვა იყო ნავარაუდევი.
ამჯერად კი Dovy-ს ცნობით, გურამი უკვე ორგანიზაციის წევრი აღარ არის.
❌Fighter removed: Guram Kutateladze pic.twitter.com/GVOlKGCNCN
— Dovy???? (@DovySimuMMA) April 29, 2025
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონში UFC Fight Night-ზე გამართულ ღონისძიებაზე „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე 30 წლის ბრაზილიელი კაუე ფერნანდესი იყო. სამივე რაუნდი ფერნანდესის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30–27, 30–27, 30–27) სწორედ ბრაზილიელმა იმარჯვა.
MMA-ში ქუთათელაძის ანგარიშზე 13 მოგება და 5 მარცხია. უშუალოდ UFC-ში კი 2 გამარჯვება და 3 წაგება აქვს.
ბოლოს გეტყვით, რომ ორგანიზაციას ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა წყაროები უკვე ამაზე მიუთითებენ.