დიუგარი: რეალმა უკვე ფსკერს მიაღწია, ეს ქუჩური და სამარცხვინო ქცევა იყო
1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კრისტომ დიუგარიმ მადრიდის „რეალი“ მსაჯებთან კონფლიქტის გამო გააკრიტიკა.
„სად არის პასუხისმგებლობა, რომ იყოთ მისაბაძი და სამაგალითო სპორტსმენები, რომელიც მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კლუბს უნდა ჰქონდეს? მე შოკირებული ვარ. ხელმძღვანელობამ რეალი ძალიან მკაცრად უნდა დასაჯოს.
ეს არის აბსოლუტური სირცხვილია. ზეწოლა, ცილისწამება და უსინდისობა. რაც ვნახე იმით შოკირებული ვიყავი.
ის, რაც მატჩის წინ სამეფო კლუბის მმართველებმა გააკეთეს, ეს ქუჩურ და მაფიის მეთოდებს წააგავს. მათ შეგნებულად შელახეს არბიტრების იმიჯი და ფეხბურთის იმიჯიც ფეხქვეშ გათელეს. რეალმა უკვე ფსკერს მიაღწია და ბევრი ადამიანი ზურგს შეაქცევს ამ კლუბს. შოკირებული ვარ იმით, თუ რად იქცა ეს დიდი კლუბი.
რამდენიმე დღეში გავიგებთ, დაისჯება თუ არა რეალი. მაგრამ უკვე ახლა სეზონი, რომელიც მალე დასრულდება, სპორტული თვალსაზრისით უზარმაზარ ფიასკოში გადაიქცევა, თუმცა ლა ლიგის მოგების სუსტი იმედი მაინც რჩებათ“,
- თქვა დიუგარიმ RMC Sport-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის ფინალის შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრ რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეაზე აგრესიულად გაიწიეს. ანტონიო რუდიგერმა ყინულის ნატეხიც ესროლა, რისთვისაც ვარაუდობენ, რომ გერმანელი 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს.