კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს | რომანო

კარლო ანჩელოტი ესპანეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო წერს.

ცნობილი ინსაიდერის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა და ბრაზილიის ნაკრებმა პრინციპულ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს იმის შესახებ, რომ იტალიელი სპეციალისტი „სალესაოს“ 2026 წლის მუნდიალისთვის მოამზადებს.

რომანოს იუწყება, რომ კონტრაქტი ძალაში უკვე 1-ელი ივნისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ „პაპა კარლო“ „რეალს“ 2021 წლიდან წვრთნის. ის ესპანურ გუნდს 2013-დან 2015 წლამდეც ავარჯიშებდა. ანჩელოტის ხელმძღვანელობით, სამეფო გუნდი ესპანეთის ჩემპიონი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა.

65 წლის სპეციალისტს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით“
ანჩელოტი: “გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით“