ტრაგედია კამერუნში - ნგანუ მოტოციკლით 17 წლის გოგოს შეეჯახა
UFC-ში მძიმე წონის ყოფილი ჩემპიონი, ფრენსის ნგანუ, რომელიც ამჟამად PFL-ის მებრძოლია, მოტოციკლით 17 წლის გოგოს დაეჯახა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Le Bled Parle-ს ინფორმაციით, შემთხვევა კამერუნში მოხდა. ნგანუმ მოზარდი საავადმყოფოში პირადად მიიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ.
ავარიის დეტალები და ასევე, აღიძვრება თუ არა ნგანუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ფრენსისმა ბოლო ბრძოლა სირილ განის წინააღმდეგ გამართა და 5-რაუნდიან დაპირისპირებაში იმარჯვა.