„ახლა სწორი დროა გავიგოთ, თუ სად ვართ და რა შეგვიძლია“ - არტეტა პსჟ-სთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მიკელ არტეტა:
„ახლა ნამდვილად არის ის მომენტი, რომ ვნახოთ, თუ როგორი გუნდი ვართ. როგორი აზროვნებით ვითამაშებთ. ახლა დგას ის მომენტი, რომ ვნახოთ, სად გადის ჩვენი საზღვრები, სადამდე შეგვიძლია წასვლა და სად გვინდა რომ ვიყოთ“.
„სეზონის განმავლობაში ბევრი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ერთად დგომით ეს პრობლემები დავძლიეთ და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს ნამდვილად მშვენიერი ამბავია, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა“.
„ატმოსფეროს იმედი ყოველთვის მაქვს. ხვალ უფრო მეტი გვჭირდება. მოდის და მოიტანეთ თეთრ-წითელი მაისურებით, ყველამ ერთად ვითამაშოთ ფეხბურთი. დიდი იმედი მაქვს, რომ ხვალ გულშემატკივრები ყველაფერს გაიღებენ და მჯერა, რომ ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ“.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი 7 მაისს, პარიზში გაიმართება.