ლივერპული, არნე სლოტი
Aa
Aa

სლოტი რეკორდსმენთა სამეულში - ნიდერლანდელი სარეკორდო ბიუჯეტს მიიღებს

გუშინ, „ტოტენჰემთან“ (5:1) მოპოვებული საშინაო გამარჯვებით, „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო გუნდის ტიტული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გაინაღდა და ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში მეოცედ გახდა, რითაც აქამდე ერთპიროვნულ რეკორდსმენსა და ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაუთანაბრდა. საიმისოდ, რომ მომდევნო სეზონში მერსისაიდულმა გრანდმა 21-ედ მოიგოს ოქროს მედლები და ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი გახდეს, ზაფხულში კლუბის ხელმძღვანელები სატრანსფერო ბაზარზე აქამდე უპრეცედენტო აქტიურობას გეგმავენ.

The Telegraph-ის ცნობით, „ლივერპულის“ პრეზიდენტი უახლოეს მომავალში კლუბის მთავარ მწვრთნელს, არნე სლოტს შეხვდება, რომელთანაც სატრანსფერო პრიორიტეტებს განსაზღვრავს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სასურველი ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობა, ბიუჯეტი კი სარეკორდო იქნება და დაიხარჯება იმდენი თანხა, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს. ვარაუდობენ, რომ „წითლები“ ცენტრალური თავდამსხმელისა და მარცხენა მცველის დამატებაზე გააკეთებენ აქცენტს, თუმცა შესაძლოა სხვა რგოლების გაძლიერებაზეც იზრუნონ.

ცნობისათვის, 46 წლისა და 222 დღის არნე სლოტი გახდა პრემიერ ლიგის ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. მასზე წინ ჟოზე მოურინიოსა (42 წლის, 92 დღის) და კენი დალგლიშის (44 წლის და 71 დღის) მხოლოდ ორი სპეციალისტია, რომელთაც თავის დროზე ოქროს მედლები შესაბამისად, „ჩელსისა“ და „ბლექბერნს“ მოუტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში მეორედ - ლივერპული პრემიერ ლიგის გამარჯვებულია
ისტორიაში მეორედ - ლივერპული პრემიერ ლიგის გამარჯვებულია