ალექს გრიმალდო
Aa
Aa

გრიმალდო შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს

„ბარსელონა“ „ლევერკუზენის“ მარცხენა მცველის, ალექს გრიმალდოს მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ Sky Sport-ი წერს.

გერმანული კლუბი მზადაა, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელი 30-40 მილიონ ევროდ დათმოს. თუმცა ეს გარიგება რომ შედგეს, კატალონიელებს თავდაპირველად რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ გრიმალდო „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და ის 2008-დან 2016 წლამდე კლუბის სისტემაში იყო.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, ალექსმა 29 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკოს ნუნიესის ყიდვა სურს
ატლეტიკოს ნუნიესის ყიდვა სურს