ედერსონი მანჩესტერ სიტის ზაფხულში დატოვებს | რომანო
ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე კლუბის შეცვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც ცნობილი ინსაიდერი და ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, მოსალოდნელია, რომ „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერი, ედერსონი კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი სავარაუდოდ საუდის არაბეთში გადავა და „ქალაქელები“ მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ ედერსონ მორაეში „მანჩესტერ სიტის“ 2017 წელს შეუერთდა. ბრაზილიელმა მეკარემ „ქალაქელებთან“ ერთად, ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. ყველა ტურნირზე ერთად, მან 365 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Transfermarkt-ზე ედერსონის საბაზრო ღირებულება 25 მილიონი ევროა.