„ისტორიას რთული მომენტების გარეშე ვერ დავწერთ“ - ლუის ენრიკეს და ვიტინიას პრესკონფერენცია
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად არსენალს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ფეხბურთელმა, ვიტინიამ პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ვიტინია:
„ნახევარფინალში გასულ წელსაც ვიყავით, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ შევძელით. მაგრამ კარგი ისაა, რომ ამან დიდი გამოცდილება მოგვცა. ხვალინდელ თამაშში იქნება მომენტები, სადაც პსჟ განსხვავებულად იმოქმედებს და შარშანდელ შეცდომებს აღარ გაიმეორებს. იმედი მაქვს, რომ გეგმას მივყვებით და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს წარმატების მისაღწევად“.
„ნიცასთან მარცხი? ამის ახსნა არ შემიძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს რთულ მდგომარეობაში გვაგდებს. ამაზე ბევრი არც გვიფიქრია, ჩვენც ადამიანები ვართ. ზოგჯერ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ, ზოგჯერ კი პირიქით. მაგრამ გზა გრძელდება და მე გუნდისთვის ხვალ 100%-ით ყველაფერს გავაკეთებ, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელი“.
„დიახ, აქ ოქტომბერში ვითამაშეთ, მაგრამ ამ მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ბევრი შეხვედრა ვითამაშეთ და ხვალ რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნება. მაშინ წავაგეთ, მაგრამ ახლა ნახევარფინალში ვართ და თამაშიც საგრძნობლად გავაუმჯობესეთ. რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ხვალ განსხვავებულ შედეგი დადგეს. არ ვაპირებთ ჩვენი თამაშის შეცვლას. ერთიანი გუნდი ვართ და ვეცდებით რაიმე განსაკუთრებული გავაკეთოთ. ოქტომბერში წავაგეთ, მაგრამ ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.
„არ მგონია, რომ ხვალინდელ მატჩში რომელიმე გუნდი ფავორიტი იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ სტუმრად ვთამაშობთ და ეს მათ გარკვეულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ ეს ფაქტი არსენალს ფავორიტს არ ხდის. იგივე შემიძლია ვთქვა პარიზში საპასუხო მატჩზე. ველი, რომ ორივე გუნდისთვის საკმაოდ რთული მატჩი იქნება. მატჩის ბედი შესაძლოა წვრილმანებმაც კი გადაწყვიტოს. ვეცდებით, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვათ, არსენალი კი პირიქით, შეცდომების დაშვებას ვაიძულოთ. არსენალი კარგი გუნდია და ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. ეს ოქტომბერშიც დამტკიცდა, დღეს კი აქ, ნახევარფინალში არიან. კოლექტიურად თამაშობენ როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. შემოქმედი ფეხბურთელები ჰყავთ და ყველაფერს ერთად აკეთებენ, ისევე როგორც ჩვენ“.
ლუის ენრიკე:
„აი, კიდევ ერთხელ ვართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, მაგრამ ეს ჩვენთვის კიდევ ერთი, მორიგი ჩვეულებრივი თამაშია. აქ იქნება ორი გუნდი, რომელმაც ნახევარფინალამდე შესანიშნავი გზა გაიარეს, კარგად ითამაშეს, ძლიერ გუნდებს აჯობეს და დასამახსოვრებელი მომენტები შექმნეს. ჩვენთვის პირველი მატჩი საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. რთული მომენტებიც იქნება, რომელსაც უნდა გავუძლოთ. პირიქით, ჩვენს წავალთ ზეწოლაზე. მნიშვნელოვანი იქნება როგორ მოვიქცევით ბურთთან ერთად ნახევარდაცვაში, გასული თამაშებიდან ვიცით, როგორც მოვიქცეთ“.
„ჩვენს მოწინააღმდეგეებზე ცუდს არაფერს ვიტყვი. არსენალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს და საქმეს დიდებულად აკეთებს. არ ვიცი, ვართ თუ არა ჩვენ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის, იმის მიუხედავად, რომ ახლა ნახევარფინალში ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი, ყველას მიზანი იყო, რომ იქ ვყოფილიყავით, სადაც ახლა ვართ. ხალხს თავისი შეხედულება აქვს და შეუძლიათ ის იფიქრონ, რაც უნდათ. პირადად მე, ჩემი გუნდი ძალიან მომწონს და ამიტომაც არის, რომ დღეს აქ, თქვენს წინაშე ვზივარ. რა თქმა უნდა, არსენალთან ორი ურთულესი მატჩი გველის, ვიცით, როგორც უნდა ვითამაშოთ ასეთი გუნდის წინააღმდეგ ასეთ სტადიონზე დიდი ფიზიკური ინტენსივობით“.
„არსენალთან ოქტომბერში ვითამაშეთ და იმის შემდეგ 7-8 თვე გავიდა. ვფიქრობ, რომ ახლა იმდროინდელ პსჟ-სა და „არსენალს“ შორის დიდი განსხვავებაა. იმ თამაშს კიდევ ერთხელ ვუყურე და ვნახე, თუ როგორ გავიზარდეთ. ვფიქრობ, უკეთესი გუნდი ვართ, რაც ამ გათამაშებაშიც დავამტკიცეთ. ფაქტია, რომ საკმაოდ ინტენსიური ჯგუფური ფაზა გვქონდა და პლეი-ოფში ბოლო თამაშებში გავედით, ახლა კი ნახევარფინალში ვართ. გასულ ეტაპებზე ისეთი თამაშები ჩავატარეთ, რითაც ფინალსაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდით. რთულ მდგომარეობაშიც ვიყავით, მაგრამ ისტორია სირთულეების გარეშე არ იწერება. ნახევარფინალში ისტორიის დასაწერად ვართ“.
„ჯერ არ ვიცი ვინ ითამაშებს, მაგრამ გუნდისთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ვინ იტყვის, რომ რომელიმე ფეხბურთელი პარიზისთვის ან არსენალისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება? ვფიქრობ, ზოგიერთი მიმართულებით ერთმანეთს ძალიან ვგავართ. არსენალმა როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურად ძლიერი გუნდი შეკრა, რაც წინა შეხვედრებშიც ვნახეთ. ისინი ყველაფერს ერთად აკეთებენ“.
„რთულია ნახევარფინალების ერთმანეთთან შედარება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი თამაშებია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შესადარებელი ბევრი რამე იყოს“.
შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, საპასუხო შეხვედრა კი 7 აპრილს, პარიზში გაიმართება.