„მის დამარცხებაზე რთული არაფერია“ - ადესანია პერეირასთან დაპირისპირებაზე
UFC-ის ყველა დროის საინტერესო ბრძოლებს რომ გადავხედოთ, ერთ-ერთი დუელი, რომელიც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს გონებაში ამოუტივტივდებათ, ისრაელ ადესანიასა და ალექს პერეირას დაპირისპირებებია, რომელთა ურთიერთშეხვედრებში ბრაზილიელი ნიგერიელს 3:1-ს ამარცხებს.
ცოტა ხნის წინ იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ „იზი“ კარიერის დასრულებას გეგმავდა, თუმცა როგორც მისმა მწვრთნელმა განაცხადა, ადესანიამ აქტიურ სპორტში დარჩენა გადაწყვიტა და მისი შთაგონების წყაროდ ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქცა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა. რამდენად განიხილავს სამომავლოდ პერეირასთან რიგით მეექვსე ბრძოლის გამართვას, ამაზე მას შემდეგნაირი პასუხი ჰქონდა:
„ალექსთან დაპირისპირება და გამარჯვება ძალიან რთულია და მასაც კარგად მოეხსენება, რომ არც ჩემთან ბრძოლაა იოლი. ყოველთვის, როდესაც ჩვენი ჩხუბი ინიშნება, როგორც ერთმა, ასევე მეორემ მშვენივრად ვიცით, რომ ოქტაგონში ძვლების მტვრევის ხმა გაისმება. დიდი შრომა დამჭირდა საიმისოდ, რომ პერეირა ნოკაუტით გამეთიშა და ახლა იგივე რომ გავაკეთო, საინტერესოა სკეპტიკოსები რას იტყვიან? ალბათ, მორიგი სიბინძურის გამოგონება არ გაუჭირდებათ“.
შეგახსენებთ, რომ ადესანია ბოლოს ოქტაგონში რამდენიმე თვის წინ შევიდა და ნასურდინ იმავოვთან ნოკაუტით დამარცხდა, ხოლო ალექს პერეირამ მაგომედ ანკალაევთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო და ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დათმო.