ატლეტიკოს ნუნიესის ყიდვა სურს
„ატლეტიკო“ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის მიმართ ინტერესს იჩენს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მადრიდული კლუბი 25 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის ტრანსფერს ზაფხულში განიხილავს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ ვინგერი, ანხელ კორეა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ნუნიესმა 43 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა. ურუგვაელი „წითლებში“ 2022 წლიდან თამაშობს.