„დღეს მაკტომინეი სპალეტის კვარაცხელიასავითაა“ - TMW შოტლანდიელზე
გავლენიანი იტალიური გამოცემა, Tutto Mercato Web-ი „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებზე წერს და განსაკუთრებულად სკოტ მაკტომინეის თამაშს გამოარჩევს, ვისი დამსახურებითაც, „ნაპოლიმ“ ბოლო პერიოდში არა ერთი თამაში მოიგო. იტალიური სააგენტო შოტლანდიელი ნახევარმცველის როლს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებს, რომელიც ქართველს 2022/23 წლების საჩემპიონო სეზონში ჰქონდა.
რას წერს TMW:
„ორი წლის წინ, ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის ბოლოს სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში, გუნდში სკოტ მაკტომინეის როლი ისეთივეა, როგორიც 2 წლის წინ სპალეტის „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიასი იყო. თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტეს გუნდი სკუდეტოს მოიგებს, მაშინ დიდი ალბათობით, ეს ჯილდო სკოტ მაკტომინეის ხელში აღმოჩნდება. ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბევრი ყოყმანის გარეშე გაუშვა, ამ ტრანსფერიდან 8 თვის შემდეგ კი ის ფაქტობრივად მეოთხე სკუდეტოს ბედს წყვეტს. გოლები ერთი მეორეს მიყოლებით“.
34 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადლიგზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური არის დარჩენილი, „ნაპოლი“ კი მომდევნო ტურში მე-17 ადგილოსან „ლეჩეს“ დაუპირისპირდება.