ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„ჯონსს რამდენი ხანი უნდა ველოდოთ“ - ასპინალის მამა გაბრაზებულია

UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მაქსიმალურად შეეცადა მათი ცნობისმოყვარეობა ყველა თემასთან დაკავშირებით დაეკმაყოფილებინა. ბუნებრივია, ძირითადი შეკითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჩაინიშნება მახაჩევი-თოფურიას, ჩიმაევი-დუ პლესისა და ჯონსი-ასპინალის ჩხუბები, თუმცა უაითს ამ სამი დაპირისპირებიდან კონკრეტული პასუხი მხოლოდ სამხრეთ აფრიკელისა და ჩეჩენის შეხვედრაზე ჰქონდა, რამაც როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ტომ ასპინალის მამა გააღიაზიანა და ასეთი განცხადება გააკეთა:

„ის, რაც ახლა ხდება, ნამდვილი აბსურდია. ვერ ვიგებ, რატომ არ სურს UFC-ის რომ ჩემი შვილი ჯონ ჯონსის გარდა სხვა მეტოქეს შეხვდეს? ტომი დიდი ხანია ბრძოლისთვის მზადაა, თუმცა ერთ ადგილას ვართ გაჩერებულნი და ველოდებით, როდის მოუნდება ჯონს ჩხუბი. კიდევ დიდხანს ველოდოთ მას როდის მოუნდება ჩხუბი? მებრძოლია და ბრძოლა უნდა სურდეს, მისი საქციელი აშკარად მიუღებელია“.

რამდენიმე დღის წინ ტომ ასპინალმა სოციალური ქსელის საშუალებით გულშემატკივარს მიანიშნა, რომ მალე მისი ბრძოლა ჩაინიშნება, თუმცა მეტოქის შსახებ კონკრეტულად არაფერი უთქვამს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანებს საოცარი ჩხუბი ელოდებათ“ | სენ-პიერმა თოფურია VS მახაჩევზე ისაუბრა
„ფანებს საოცარი ჩხუბი ელოდებათ“ | სენ-პიერმა თოფურია VS მახაჩევზე ისაუბრა