რაშფორდმა შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა, რომელიც იჯარით „ასტონ ვილაში“ თამაშობს, შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ამის შესახებ BBC Sport-ი წერს.
27 წლის ფეხბურთელმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის დროს, ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ის 76-ე წუთზე შეცვალეს.
როგორც მოსალოდნელია, რაშფორდს ოპერაცია დასჭირდება, შემდეგ კი რეაბილიტაციის კურსი უნდა გაიაროს.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა ფორვარდმა „ასტონ ვილაში“ გადასვლის შემდეგ, 17 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.