„ასეთი გუნდის მართვა მწვრთნელისთვის საფრთხის შემცველია“ - გუჯეჯიანის ინტერვიუ IJF-სთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლაშა გუჯეჯიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და ქართველ ძიუდოისტებზე თავისი შეფასება გაუზიარა.
გუჯეჯიანმა ნაკრებში არსებულ ატმოსფეროსა და გუნდის ლიდერებზე ისაუბრა.
ლაშა გუჯეჯიანი:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გასულ კვირაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები -60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი და -100 კილოგრამში ილია სულამანიძე გახდნენ, ვიცე-ჩემპიონობა კი -81 კგ. წონაში ტატო გრიგალაშვილმა და გოგონებში ეთერ ლიპარტელიანმა იზეიმეს.
ტურნირის დასკვნით დღეს შეჯიბრება შერეულ გუნდურ ჩათვლაში გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.