ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

რეალის სატრანსფერო გეგმები - ვის ყიდვას აპირებს სამეფო გუნდი

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს.

როგორც Marca წერს, მადრიდელები მარჯვენა და მარცხენა გარემარბის, ასევე ნახევარდამცველის გაფორმებაზე მუშაობენ. ასევე არაა გამორიცხული, რომ ცენტრალური მცველის ტრანსფერიც განხორციელდეს, რადგან სამეფო კლუბში შეშფოთებულები არიან დავიდ ალაბას, ედერ მილიტაოსა და ანტონიო რუდიგერის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პრიორიტეტს ტრენტ-ალექსანდერ არნოლდის გაფორმება წარმოადგენს. კლუბის ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ „ლივერპულის“ მცველი გუნდს გარანტირებულად შეუერთდება.

ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ტრენტი „რეალის“ შემადგენლობაში უკვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ლივერპული“ მის წასვლას დამტებით სატრანსფერო ფანჯრის დროს დათანხმდება, რომელიც 1-დან 10 ივნისამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, სამეფო კლუბში განიხილება 21 წლის მილოშ კერკეზის კანდიდატურა, რომელიც „ბორნმუთში“ თამაშობს.

როგორც Marca წერს, პოტენციურ კანდიდატებს შორისაა აგრეთვე „ლივერპულის“ არგენტინელი ნახევარმცველი, ალექსის მაკ ალისტერი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ