გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

15 შესაძლებლობიდან 3 ქულა - ჩაკვეს გარეშე უოტფორდს უჭირს

2 გოლი და 6 საგოლე პასი ისეთი სტატისტიკა არ არის, შემტევი ტიპის ნახევარმცველის უმაღლეს კლასზე რომ მიუთითებდეს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს. 25 წლის ქართველი ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში „უოტფორდის“ წამყვან ფიგურად მოიაზრებოდა და მის თანაგუნდელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ცოტა უფრო მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, ახლა შესაძლოა გიორგი ინგლისის ჩემპიონშიპის ასისტენტთა დავის ლიდერიც ყოფილიყო.

ჩაკვეტაძის კლასისა და „უოტფორდის“ წარმატებაში მისი განუსაზღვრელი როლის შესახებ, სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს. გიორგის დაშავების შემდეგ, გუნდმა მის გარეშე ხუთი თამაში ჩაატარა და 15 შესაძლებლობიდან მხოლოდ 3 ქულა აიღო. „უოტფორდმა“ საკუთარ სტადიონზე „ჰალი“ (1:0) დაამარცხა, რასაც სტუმრად „ვესტ ბრომვიჩთან“ (1:2), შინაურ კედლებში „ბარნლისთან“ (1:2) და ასევე სტუმრად, „პორტსმუთთან“ (0:1) და „ბლექბერნთან“ (1:2) განცდილი მარცხები მოჰყვა.

ინგლისის ჩემპიონშიპის რეგულარული ეტაპი შაბათს დასრულდება და სეზონი დამთავრდება „უოტფორდისთვისაც“ - ტომ კლევერლის შეგირდებს არც დაქვეითება ემუქრებათ და ვერც პლეი ოფის ზონაში ვეღარ მოხვდებიან. უოტფორდელები სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ „შეფილდ უენსდის“ უმასპინძლებენ და მეტოქის ძლევის შემთხვევაში სეზონს მეთორმეტე ადგილზე დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ალისონი ძალიან მაღალ დონეზეა“ | ტაფარელმა ლივერპულსა და მამარდაშვილზე ისაუბრა
„ალისონი ძალიან მაღალ დონეზეა“ | ტაფარელმა ლივერპულსა და მამარდაშვილზე ისაუბრა