ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

„არბიტრებმა კარგად იმუშავეს“ | ლაპორტას პასუხი რეალსა და რეაქცია მსაჯობაზე

„ბარსელონას“ პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა „რეალის“ პრეტენზიებს გამოეხმაურა, რომლებიც „სამეფო კლუბს“ მსაჯების მიმართ, ესპანეთის სამეფო თასის ფინალამდე ჰქონდა. „ბლაუგრანას“ პირველი პირი არბიტრების მუშაობით კმაყოფილი დარჩა და „ბლანკოსის“ ქმედებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციაც დააფიქსირა.

„რეალის ქმედებებში მორიგი სტრატეგია დავინახეთ და მისგან თავის შორს დაჭერა გვინდოდა. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობდა იმაში, რომ ფეხბურთზე გველაპარაკა. ვიცოდით, რომ წინ სანახაობრივი და მსოფლიოში საუკეთესო მატჩი გველოდა. გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არეულობაში არ გავერიეთ.

ყველა ტურნირის მოგება გვინდა, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ, სხვა ყველაფერი უბრალოდ წარმოდგენის ნაწილია. ვეცადეთ, ამ ხმაურისგან შორს დაგვეჭირა თავი და ფლორინტონო მართალი იყო. ერთმანეთს პატივს ვცემთ. მან გამარჯვება მომილოცა. საერთო ჯამში, მსაჯობა მომეწონა. იდეალური არ ყოფილა, მაგრამ იდეალური არც გუნდის თამაშია, არც მსაჯების მიერ გაწეული სამუშაო“.

ცნობისთვის, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მადრიდელთა საკლუბო ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ფინალის მთავარ არბიტრად რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას დანიშვნა გააკრიტიკეს და „რეალის“ მეტოქეების სასარგებლოდ მის მიერ დაშვებული შეცდომების ვიდეორგოლი აჩვენეს. ამის შემდეგ პაბლო გონსალეს ფუერტესმა, რომელიც VAR-ის არბიტრია, განაცხადა, რომ „რეალის“ ტელევიზიის სიუჟეტს „სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა“, რაც მადრიდელებმა მუქარად აღიქვეს და VAR-ზე პასუხისმგებელი მსაჯის შეცვლა მოითხოვეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯები არ შეცვალა და „ელ კლასიკო“ მაინც გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, დამატებით დროში კი „ბარსელონამ“ ჟულ კუნდეს გოლით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არსენალთან ეს ფაქტორი დაგვეხმარება“ | ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა
„არსენალთან ეს ფაქტორი დაგვეხმარება“ | ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა