„მსუბუქ წონაში პრაქტიკულად დაუმარცხებელი იქნება“ | იოელ რომერო თოფურიას აქებს
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, იოელ რომერომ ილია თოფურიაზე ისაუბრა. რომერო „ლეგენდის“ მიერ, მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საინტერესო განცხადება გააკეთა.
„თოფურია ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ძალიან ძლიერი იყო, მსუბუქ წონაში კი პრაქტიკულად დაუმარცხებელი იქნება. რამდენს იწონის, როდესაც არ ჩხუბობს? 82 კილოგრამს? თუ 82 კილოგრამიდან 66-ზე ჩამოსვლას ახერხებდა, შემდეგ კი აღდგენით პროცესს გადიოდა, წარმოიდგინეთ, 70-ში რა იქნება.
თოფურიას იგივე სისწრაფე, ძალა და გამძლეობა ექნება. ახლა ილიას დროა. თოფურია არის მებრძოლი, რომელიც მსუბუქ წონით დივიზიონში ურთულესი დასამარცხებელი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიას მომდევნო მეტოქე, დიდი ალბათობით, ისლამ მახაჩევი იქნება, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახლავთ. თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა. ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს და მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.