ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ცვლილება ძირითადში? | პარი სენ-ჟერმენის სავარაუდო შემადგენლობა არსენალთან

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული. პარიზული გრანდის მეტოქე „არსენალი“ გახლავთ და ამ გუნდების პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართება. მატჩი 29 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება და ფრანგულ პრესაში, ლუის ენრიკეს გეგმებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გავრცელდა.

ავტორიტეტულმა გამოცემამ, L’Equipe-მა „პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა. L’Equipe-ის მიხედვით, სასტარტო თერთმეტეულში ცვლილებები მოსალოდნელი არაა, ერთადერთი, რაც საეჭვოა, დეზირე დუეს საკითხია და არის მცირე შანსი, მის ნაცვლად ძირითადში ბრედლი ბარკოლა გამოჩნდეს.

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა L’Equipe-ის მიხედვით: ჯანლუიჯი დონარუმა, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, ვილიამ პაჩო, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე (ან ბრედლი ბარკოლა), ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე.

ცნობისთვის, სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“-„არსენალის“ წყვილის ფავორიტი ლონდონელები არიან. უფრო მეტიც, Opta თვლის, რომ „მეთოფეებს“ ჩემპიონთა ლიგის მოგების საუკეთესო შანსი აქვთ - 28.7 პროცენტი. მეორე პოზიციაზე „ინტერი“ იმყოფება, რომლის ტრიუმფის ალბათობაც 25.5 პროცენტია. „ნერაძურის“ „პარი სენ-ჟერმენი“ მოჰყვება - 24 პროცენტი, ხოლო „ბარსელონა“, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, 21.8 პროცენტით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ