გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, არაფერი შეიცვლება“ | რას წერს BBC-ი მამარდასა და ლივერპულზე

ინგლისის პრემიერ ლიგის 34-ე ტურში, „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 5:1 გაანადგურა და ჩემპიონობა 4 ტურით ადრე გაინაღდა. მერსისაიდელთა ტრიუმფის შემდეგ, ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, BBC-იმ სტატია გამოაქვეყნა და „წითლების“ თითოეულ პოზიციაზე შექმნილი ვითარება დეტალურად განიხილა.

ბუნებრივია, სტატიის ავტორის, ფილ მაკნალტის ყურადღების ცენტრში მეკარის პოზიციაზე გაჩენილი კონკურენციაც მოექცა. BBC-ის ჟურნალისტის თქმით, ალისონი ნომერ პირველი გოლკიპერი უნდა იყოს, გიორგი მამარდაშვილი კი - მისი მთავარი კონკურენტი.

„ალისონ ბეკერი 32 წლისაა, რაც მეკარისთვის დიდი ასაკი არაა და ბრაზილიელს მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერის წოდებაზე სერიოზული პრეტენზია აქვს. თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, ალისონი მომდევნო სეზონშიც ლივერპულის ნომერ პირველი მეკარე იქნება, გიორგი მამარდაშვილი კი მას ძლიერ კონკურენციას გაუწევს. ეს ნიშნავს, რომ კაომჰინ კელეჰერი გუნდიდან გარანტირებულად წავა. მას, როგორც მეკარეს, რომელმაც პრემიერ ლიგაში ხარისხი და სტაბილურობა აჩვენა, ბევრი მსურველი ეყოლება“, - წერს BBC-ი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილი ზაფხულში შეიძინა და იჯარის წესით, „ვალენსიაში“ დატოვა. ქართველ მეკარეს რამდენჯერმე უთქვამს, რომ „ენფილდზე“ სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მიდის და ნომერ პირველი მეკარის სტატუსი სურს. ალისონის ფორმიდან გამომდინარე, ბრიტანულ პრესაში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „ლივერპული“ „მამარდას“ განათხოვრებასაც განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ
„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ