ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„ფანებს საოცარი ჩხუბი ელოდებათ“ | სენ-პიერმა თოფურია VS მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა. სენ-პიერმა ორივე მებრძოლი შეაქო და განაცხადა, რომ ამ ორთაბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, ქომაგები საოცარ დაპირისპირებას იხილავენ.

„როდესაც თოფურიას დარტყმები მეტოქეებს ხვდებათ, ისინი ეცემიან. მეორე მხარეს გვყავს ისლამ მახაჩევი, რომელიც ელიტარული დონის გრეპლერია და მოწინააღმდეგეებზე უდიდეს ზეწოლას ახორციელებს. თოფურია და მახაჩევი ყველა ასპექტში ძალიან მაგრები არიან და მათი ჩხუბი ფანებისთვის ბრწყინვალე ორთაბრძოლა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ ჩანიშნულა. ცნობილი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, როგორც ილიამ, ისე ისლამმა მოსამზადებელი კემპი დაიწყეს და მოსალოდნელია, რომ მათი ორთაბრძოლა UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

კოლმენეროს თქმით, ილია მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იასპარეზებს და დროებითი ტიტულისთვის არ იჩხუბებს. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი ვარიანტი არსებობს: მოქმედი ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ან ქვესაშუალო წონაში გადავა, რათა ბელალ მუჰამედისა და ჯეკ დელა მადალენას გამარჯვებულს ეჩხუბოს, რაც მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარს ვაკანტურს გახდის, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბს ვიხილავთ. ან მახაჩევი დარჩება და „ლეგენდას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზედა წონაში ისლამი უფრო იჩხუბებს, ვიდრე ილია“ - გამროტი ჩემპიონების პერსპექტივებზე
„ზედა წონაში ისლამი უფრო იჩხუბებს, ვიდრე ილია“ - გამროტი ჩემპიონების პერსპექტივებზე