ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არსენალთან ეს ფაქტორი დაგვეხმარება“ | ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ პსჟ-ს ერთი უპირატესობა აქვს.

ჩემპიონთა ლიგა

„ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგა უდიდესი საფეხბურთო ტურნირია და მასში მონაწილეობის მიღება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. ნახევარფინალში გასვლაც რთულია და სახელი, ჩემპიონთა ლიგა, ყველაფერზე მეტყველებს. ეს ჩემპიონებისთვის განკუთვნილი ტურნირია და მის მოსაგებად საჭირო უნარები ნებისმიერ გუნდს აქვს. ჩვენს თამაშზე ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ და თითოეულ მატჩსა და მომენტს კონცენტრირებული შევხვდეთ.

ასტონ ვილასთან გატანილი გოლი

„როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს უმიზნებ და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, საკუთარი ქომაგების თვალწინ გოლი გაგაქვს... საოცარი შეგრძნებაა. ასტონ ვილასთან გოლი ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და ემოციურია მათ შორის, რომლებიც გამიტანია. ძალიან გახარებული ვიყავი. იმედია, უფრო ლამაზ და მნიშვნელოვან გოლებს გავიტან“.

კიდევ ერთი ინგლისური კლუბი მეტოქედ

„ერთი მხრივ, ეს კარგია, მეორე მხრივ - არც თუ ისე, რადგან ჩვენს თამაშებს სწავლობენ, თუმცა, ჩვენს იმავეს ვაკეთებთ. მათ მატჩებს აქტიურად ვაკვირდებით და ლივერპულთან და ასტონ ვილასთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ინგლისური ფეხბურთი უკეთ გვესმის. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი გავიღეთ და ვფიქრობ, ის ფაქტორი, რომ ლივერპულსა და ასტონ ვილას ვეთამაშეთ, არსენალთან დაგვეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართება და 29 აპრილს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი და დრამატული ბრძოლა იტალიასთან - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
საოცარი და დრამატული ბრძოლა იტალიასთან - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!