ბითაძეს პლეიოფში არ ენდობიან | ორლანდომ ბოსტონთან წააგო
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფში, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ პირველ რაუნდში „ბოსტონ სელტიქსს“ ხვდება. სერიის მეოთხე შეხვედრა „ორლანდოს“ საშინაო არენაზე გაიმართა და „მეჯიქი“ 98:107 დამარცხდა.
მატჩის გამარჯვებულის ბედი ბოლო წუთებზე გაირკვა. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, ანგარიში თანაბარი იყო - 91:91. დარჩენილ დროში, „ორლანდომ“ მხოლოდ 7 ქულა აიღო, „ბოსტონს“ კი ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოუტანა.
ქართველმა ცენტრმა მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა და სათამაშო დრო არ მიეცა. „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 31 ქულა პაოლო ბანკერომ დააგროვა, თუმცა მან 32-დან მხოლოდ 12 სროლა გამოიყენა. ფრანც ვაგნერს 24 ქულა ჰქონდა, კორი ჯოზეფს - 12. „ბოსტონის“ რიგებში საუკეთესო ტეიტუმი იყო - 37 ქულა. ჯეილენ ბრაუნმა 21 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა, კრისტაპს პორზინგისმა 19 ქულა მიითვალა.
ამრიგად, „ბოსტონი“ სერიაში 3:1 დაწინაურდა და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი საკუთარ კედლებში ექნება. 30 აპრილს, თბილისის დროით, 04:30-ზე, ამ გუნდების მეხუთე შეხვედრა გაიმართება.